გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ანაქრონიზმის საკითხი ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისას“ მიხედვით.
სწავლების საფეხური
II საფეხური/ IX კლასი

მოსწავლეთა პროფილი
კლასში 25 მოსწავლეა. განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების ბავშვი კლასში არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია,რადგან ბავშვები ეცნობიან ანაქრონიზმის საკითხს ლიტერატურაში,გაკვეთილი ხელს უწყობს მოსწავლეს, დააკავშიროს ერთმანეთთან ისტორიული ფაქტები და მოვლენები,მოსწავლე იხსენებს კრწანისის ომზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს, ხალხურ ლექსებს, რომლებიც ერეკლე მეფეს მიეძღვნა. მოსწავლეები დინამიურად გადადიან და იწყებენ რუსეთ- საქართველოს ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. გაკვეთილი ბავშვებს ეხმარება ისტორიისა და ლიტერატურის დაკავშირებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები ეცნობიან მე-18-მე-19 საუკუნეების საქართველოს ვიტარებას.აფასებენ მოვლენებს, ანალიზს უკეთებენ ფაქტს, აკავშირებენ ერთმანეთთან.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები საუბრობენ გეორგიევსკის ტრაქტატზე, ერეკლე მეფის მოღვაწეობაზე,ეცნობიან 1832წლის შეთქმულებას.     
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას. სწორი დასკვნა გამოიტანეს თუ არა ჯგუფებმა.დაკვირვება დროის ლიმიტზე .მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა ზეპირ და წერით სამუშაოს.შეფასებისას მასწავლებელი იყენებს განმსაზღვრელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
გაკვეთილისთვის საჭიროა IX კლასის სახელმძღვანელო,სამუშაო ფურცლები,კალმები , კომპიუტერი მასალების მოსაძიებლად(ინტერნეტი,ms w ord,poverpoint),პროექტორი მოძიებული ინფორმაციის საჩვენებლად,პრინტერი თვალსაჩინო მასალების ამოსაღებად,ფოტოაპარატი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი აცნობს მიზანს და ამოცანებს, აქტივობებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий